
Conscious exclusive collection
H&M Conscious Exclusive-ის 2018 წლის კოლექციის შთაგონება იყო გვიანი მე-19 – ადრეული მე-20 საუკუნის მხატვრები, კარლ და კარენ ლარსონები და მათი მშვენიერი წარმოსახვითი ოჯახური სახლი შვედეთში. კოლექციის დიზაინში შვედური სტილისა და ფერის შერწყმის გარდა, გამოყენებულია მდგრადი მასალებიც.
ბრენდს სურდა, კოლექცია ისე გაეცნო აუდიტორიისთვის, რომ მისი შთაგონების წყარო და უნიკალური სტილი ხაზგასმით წარმოჩენილიყო – არტისტული და არისტოკრატული გარემოს შექმნით.
პრეზენტაცია ღვინის ქარხანაში გამართა – სივრცეში, რომელიც ისტორიაში ინტელექტუალთა შეხვედრის ადგილად იყო ცნობილი. კოლექციის ტანსაცმელი წარმოდგენილი იყო საკიდებზე, აქსესუარები – საგამოფენო მაგიდებზე. ადგილზე მისულ სტუმრებს დახვდათ სამი შიშველი მანეკენი, რომლებიც დივანზე ისხდნენ და მათი სხეულის ინტიმური ნაწილები ფოთლებით იყო დაფარული – ბუნებრივობის შეგრძნებისა და კონცეფციის ხაზგასასმელად. ოფიციალური მისალმების შემდეგ, მოდელებმა სივრცეში დაიწყეს მოძრაობა: ტანსაცმლის ტრიალი, ფეხების გადაჯვარედინება და სხვა მარტივი ქორეოგრაფიული ჟესტები. ასე წარვადგინეთ კოლექცია როგორც სტატიკურად, ასევე მოძრაობაში და აუდიტორიას მივეცით შანსი, უკეთ შეეფასებინათ სამოსი.