
Bosch Dealers Summit 2025
კომპანია ბოშმა საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოში უმასპინძლა. Bosch Dealers Summit 2025 ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართა.
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოგზაურობა საერთო შინაარსობრივი და ვიზუალური კონცეფციის ქვეშ მოგვექცია, რომლის ინსპირაციის წყაროდაც ტრადიციული აჭარული ორნამენტი შევარჩიეთ. სტუმრებს საჩუქრად აღნიშნული ორნამენტით მოქარგული, ხელნაკეთი „ყაბალახები“ გადავეცით და სამდღიანი ტურის ყოველ ნაბიჯზე გამოვხატეთ აჭარული სტუმართმოყვარეობა: ფოლკლორით, მუსიკით, ეთნო მასტერკლასებით და სხვა ტრადიციულ – კულტურული აქტივობებით.